WordPress საიტის დაჩქარება — რას ამოწმებთ პირველად
ჩვენი checklist WordPress საიტის დასაჩქარებლად — hosting-იდან plugin-ებამდე. რას ვასწორებთ პირველად და რატომ.
ავტორი Easyweb360
ნელი WordPress საიტი თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე 4-5 მიზეზიდან მოდის. სანამ plugin-ებს დაადანაშაულებთ, გადაამოწმეთ ეს რიგით.
1. Hosting — შეამოწმეთ, სანამ სხვას შეეხებით
Shared hosting-ზე ერთი resource-მოხმარე მეზობელი საკმარისია მთელი server-ის დასანელებლად. თუ TTFB (Time to First Byte) 600ms-ს აჭარბებს ცარიელ გვერდზეც კი, hosting არის პრობლემა — არა თემა, არა plugin. ჩვენ RE:HOST-ის (rehost.ge) VPS-ებზე გადავყავართ კლიენტებს, სადაც TTFB ჩვეულებრივ 100-150ms-ია.
2. სურათები — ყველაზე დიდი წვლილი
10MB-იანი JPG, ატვირთული პირდაპირ ტელეფონიდან, ერთადერთია, რაც შეიძლება საიტს 5 წამზე მეტხანს ატვირთვინოს. საჭიროა:
- WebP/AVIF კონვერტაცია — 60-80% ნაკლები წონა, თვალით შეუმჩნეველი ხარისხის დაკარგვით.
- lazy loading ყველა სურათზე fold-ის ქვემოთ.
- სწორი
width/heightატრიბუტები — თავიდან აიცილებთ layout shift-ს (CLS).
3. Plugin-ების რაოდენობა vs ხარისხი
30 plugin არ არის პრობლემა, თუ თითოეული კარგად დაწერილია. 5 ცუდად დაწერილი plugin კი კარგად შეძლებს საიტის გაჩერებას. ჩვენ ვამოწმებთ თითოეულს Query Monitor-ით — თუ ერთი plugin 200+ database query-ს აგზავნის ერთ გვერდზე, ის იცვლება ან იშლება.
4. Cache — სამი დონე, არა ერთი
- Page cache (WP Rocket, LiteSpeed Cache) — თავიდან აიცილებს PHP-ის ხელახლა გაშვებას ყოველ request-ზე.
- Object cache (Redis/Memcached) — database query-ების cache.
- CDN (Cloudflare) — static ფაილები visitor-თან ახლოს.
სამივეს ერთად ჩართვა ჩვეულებრივ ამცირებს load time-ს 3-4 წამიდან 1 წამამდე.
5. Core Web Vitals — რას ზომავს Google
LCP (Largest Contentful Paint), INP (Interaction to Next Paint) და CLS (Cumulative Layout Shift) პირდაპირ გავლენას ახდენს Google-ის ranking-ზე. საიტი, რომელიც ამ მეტრიკებში ცუდადაა, კონკურენტს ჩამორჩება საძიებო შედეგებშიც, არა მხოლოდ visitor experience-ში.
შედეგი, რომელსაც ვხედავთ რეალურ პროექტებზე: სწორად კონფიგურირებული hosting + cache + optimized images ჩვეულებრივ ამცირებს load time-ს 60-70%-ით, სპეციალურად ახალი კოდის დაწერის გარეშე.
თუ საიტი ნელია და არ იცით საიდან დაიწყოთ, გამოგვიგზავნეთ URL — უფასოდ გავუშვებთ PageSpeed და Core Web Vitals ანალიზს და გეტყვით ზუსტად რა ანელებს.
სხვა სტატიები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
WordPress vs Laravel vs Node.js: რომელი ტექნოლოგია ავირჩიოთ ვებსაიტისთვის?
WordPress, Laravel თუ Node.js? ვადარებთ სამივე ტექნოლოგიას ღირებულების, სისწრაფის, SEO-ს, უსაფრთხოების, მართვისა და მასშტაბირების მიხედვით — პრაქტიკული მაგალითებით და მკაფიო რეკომენდაციებით.
AEO და GEO — რას ნიშნავს "SEO" AI საძიებოებში
ChatGPT, Perplexity და Google-ის AI Overview სულ სხვანაირად "კითხულობენ" საიტს, ვიდრე კლასიკური Google search. აი, რა იცვლება.
Flutter vs Native — ერთი კოდბაზა Android-ისა და iOS-ისთვის
ერთი კოდბაზით ორივე პლატფორმაზე ავშენებთ. აი, რას ვირჩევთ Flutter-ს და როდის მართლა გჭირდებათ native.
დავიწყოთ თქვენი პროექტი.
გამოგვიგზავნეთ დავალება ან უბრალოდ მოგვესალმეთ — გიპასუხებთ მასშტაბით და ზუსტი პასუხით ვადებსა და ბიუჯეტზე.

