Flutter vs Native — ერთი კოდბაზა Android-ისა და iOS-ისთვის
ერთი კოდბაზით ორივე პლატფორმაზე ავშენებთ. აი, რას ვირჩევთ Flutter-ს და როდის მართლა გჭირდებათ native.
ავტორი Easyweb360
მობილური აპლიკაციის დაწყებისას პირველი კითხვა თითქმის ყოველთვის ერთია: “Native (Swift/Kotlin) ავაშენოთ, თუ cross-platform?”
რატომ ავირჩიეთ Flutter, როგორც default არჩევანი
Flutter (Google-ის framework) გვაძლევს ერთი Dart კოდბაზას, საიდანაც compile-დება ორივე — Android-ისთვისაც და iOS-ისთვისაც native performance-თან ახლოს. პრაქტიკული სხვაობა:
- development დრო — ერთი feature ერთხელ იწერება, ორივე პლატფორმაზე მუშაობს. ეს, საშუალოდ, 30-40%-ით ამცირებს development დროს ორ ცალკე native აპთან შედარებით.
- ბიუჯეტი — ერთი გუნდი ორის ნაცვლად, ერთი QA ციკლი ორის ნაცვლად.
- UI კონსისტენტურობა — Flutter-ის widget-based არქიტექტურა ერთნაირ, პიქსელამდე ზუსტ UI-ს იძლევა ორივე პლატფორმაზე, brand-ის identity-ს არ ვკარგავთ platform-ის default component-ებში.
როდის ვირჩევთ Native-ს
Cross-platform ყოველთვის არ არის სწორი პასუხი. Native (Swift iOS-ისთვის, Kotlin Android-ისთვის) რჩება არჩევანად, როცა:
- აპლიკაცია მძიმედ იყენებს platform-specific API-ებს (მაგ. ARKit, ღრმა Bluetooth ინტეგრაცია, custom camera pipeline).
- საჭიროა მაქსიმალური performance graphics-heavy აპლიკაციაში (მაგალითად, 3D თამაშები).
- კლიენტს უკვე ჰყავს native გუნდი, რომელიც პროდუქტს გააგრძელებს.
რას ვაშენეთ Flutter-ზე
WOB (mobile auto repair) და Motorent (car rental) — ორივე Flutter-ზეა, ერთი კოდბაზით ორივე store-ისთვის (App Store + Google Play), ერთდროული release-ებით.
რეალური compromise, არა “უფასო ლანჩი”
Flutter არ არის კომპრომისის გარეშე — ძალიან spesific native ფუნქციონალისთვის ხანდახან საჭიროა platform channel-ის დაწერა (native კოდის “ხიდი” Dart-თან). ჩვენთვის ეს იშვიათია, მაგრამ გამჭვირვალედ ვამბობთ, როცა კონკრეტული feature ამის მოთხოვნას წარმოშობს.
პრაქტიკული rule of thumb: თუ თქვენი აპლიკაცია e-commerce, booking, service ან content-driven პროდუქტია — Flutter სწორი default არჩევანია. თუ ის მძიმედ ეყრდნობა platform-specific hardware-ს ან maximum graphics performance-ს — ვიწყებთ საუბარს native-ზე.
სხვა სტატიები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
WordPress vs Laravel vs Node.js: რომელი ტექნოლოგია ავირჩიოთ ვებსაიტისთვის?
WordPress, Laravel თუ Node.js? ვადარებთ სამივე ტექნოლოგიას ღირებულების, სისწრაფის, SEO-ს, უსაფრთხოების, მართვისა და მასშტაბირების მიხედვით — პრაქტიკული მაგალითებით და მკაფიო რეკომენდაციებით.
AEO და GEO — რას ნიშნავს "SEO" AI საძიებოებში
ChatGPT, Perplexity და Google-ის AI Overview სულ სხვანაირად "კითხულობენ" საიტს, ვიდრე კლასიკური Google search. აი, რა იცვლება.
რას აკეთებს AI ჩატბოტი რეალურად თქვენი ბიზნესისთვის
არა "დააკავშირე ChatGPT და მორჩა". რეალურ AI ჩატბოტს სჭირდება თქვენი მონაცემები, საზღვრები და ინტეგრაცია — აი, როგორ ვაშენებთ მას.
დავიწყოთ თქვენი პროექტი.
გამოგვიგზავნეთ დავალება ან უბრალოდ მოგვესალმეთ — გიპასუხებთ მასშტაბით და ზუსტი პასუხით ვადებსა და ბიუჯეტზე.

