AEO და GEO — რას ნიშნავს "SEO" AI საძიებოებში
ChatGPT, Perplexity და Google-ის AI Overview სულ სხვანაირად "კითხულობენ" საიტს, ვიდრე კლასიკური Google search. აი, რა იცვლება.
ავტორი Easyweb360
ტრადიციული SEO ჯერ კიდევ მუშაობს — მაგრამ ის აღარ არის სრული სურათი. სულ უფრო მეტი მომხმარებელი პასუხს პირდაპირ AI-სგან ღებულობს, არა 10 ლურჯი ლინკის სიით. ეს ცვლის იმას, რასაც ვაშენებთ.
რა განსხვავებაა SEO, AEO და GEO შორის
- SEO (Search Engine Optimization) — კლასიკური, Google-ის ranking algorithm-ისთვის ოპტიმიზაცია: keyword-ები, backlink-ები, page speed.
- AEO (Answer Engine Optimization) — ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ AI ასისტენტმა (Siri, Alexa, Google Assistant) თქვენი კონტენტიდან პირდაპირი პასუხი ამოიღოს.
- GEO (Generative Engine Optimization) — ოპტიმიზაცია imisთვის, რომ ChatGPT, Perplexity და Google-ის AI Overview-მა თქვენი ბიზნესი დაასახელოს პასუხის ტექსტში, ციტირებით ან ციტირების გარეშე.
სამივე ცალკე დისციპლინაა, მაგრამ ტექნიკური საფუძველი ერთია.
რას ცვლის ეს პრაქტიკულად
1. სტრუქტურირებული მონაცემები (Schema.org) — AI crawler-ები ბევრად უფრო სანდოდ კითხულობენ structured data-ს, ვიდრე ჩვეულებრივ prose-ს. Organization, Product, FAQPage, Article schema — ეს არაა “nice to have”, ეს არის ის, რასაც AI systems რეალურად parse-ავენ.
2. პირდაპირი, ციტირებადი პასუხები — AI models ცალკეულ წინადადებებს “ციტირებენ” საიტიდან. ბუნდოვანი, marketing-heavy ტექსტი ცუდად ციტირდება. კონკრეტული ციფრი, ცალსახა განმარტება — კარგად.
3. E-E-A-T (Experience, Expertise, Authoritativeness, Trustworthiness) — ავტორის ვინაობა, რეალური გამოცდილება, გამჭვირვალე კონტაქტი — Google-ისთვისაც და AI-სთვისაც სანდოობის სიგნალია.
4. საიტის სისწრაფე კვლავ მნიშვნელოვანია — AI crawler-ებიც crawl budget-ს იყენებენ. ნელი საიტი ნაკლებად crawl-დება სრულად.
რას ვამატებთ ჩვენს პროექტებზე
ყოველ ახალ საიტზე ვამატებთ სრულ Schema.org markup-ს (Organization, ProfessionalService, BreadcrumbList, Product/CreativeWork სად საჭიროა), ვწერთ FAQ სექციებს პირდაპირ, ციტირებადი ფორმატით, და ვამოწმებთ Core Web Vitals-ს — ზუსტად ის, რაც ამ საიტზეც (easyweb360.com) გვაქვს დანერგილი.
შედეგი: საიტი, რომელიც ერთდროულად კარგადაა აწყობილი Google-ისთვისაც და AI ასისტენტებისთვისაც — ორმაგი წვდომა, ერთი ინვესტიცია.
სხვა სტატიები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
WordPress vs Laravel vs Node.js: რომელი ტექნოლოგია ავირჩიოთ ვებსაიტისთვის?
WordPress, Laravel თუ Node.js? ვადარებთ სამივე ტექნოლოგიას ღირებულების, სისწრაფის, SEO-ს, უსაფრთხოების, მართვისა და მასშტაბირების მიხედვით — პრაქტიკული მაგალითებით და მკაფიო რეკომენდაციებით.
Flutter vs Native — ერთი კოდბაზა Android-ისა და iOS-ისთვის
ერთი კოდბაზით ორივე პლატფორმაზე ავშენებთ. აი, რას ვირჩევთ Flutter-ს და როდის მართლა გჭირდებათ native.
რას აკეთებს AI ჩატბოტი რეალურად თქვენი ბიზნესისთვის
არა "დააკავშირე ChatGPT და მორჩა". რეალურ AI ჩატბოტს სჭირდება თქვენი მონაცემები, საზღვრები და ინტეგრაცია — აი, როგორ ვაშენებთ მას.
დავიწყოთ თქვენი პროექტი.
გამოგვიგზავნეთ დავალება ან უბრალოდ მოგვესალმეთ — გიპასუხებთ მასშტაბით და ზუსტი პასუხით ვადებსა და ბიუჯეტზე.

