Website.ge - პრემიუმ დომენების მარკეტფლეისი
საქართველოში პირველი და უდიდესი დამოუკიდებელი პრემიუმ დომენების მარკეტფლეისი — სრულფასოვანი ESCROW სისტემით, 3 ენის მხარდაჭერითა და შიდა ბალანსის სისტემით.

პროექტის შესახებ
Website.ge წარმოადგენს საქართველოში პირველ, ყველაზე დიდ დამოუკიდებელ პრემიუმ დომენების მარკეტფლეისს, რომელიც დომენის გაყიდვის პროცესს მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
ვებსაიტი ერთმანეთთან აკავშირებს დომენის მყიდველებსა და გამყიდველებს, ხოლო სრულფასოვანი ESCROW სისტემის წყალობით ყიდვა-გაყიდვის პროცესი 100%-ით უსაფრთხოა.
პროექტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა გარე სერვისისა და API-ის ინტეგრაცია, მათ შორის: SEO ხელსაწყოები (Moz, Ahrefs), დომენის WHOIS API და მარტივი ავტორიზაცია Google-ის მეშვეობით.
ვებსაიტს აქვს 3 ენის მხარდაჭერა, სრულფასოვანი შიდა ბალანსის სისტემა, სარეკლამო სისტემა, მომხმარებლის წახალისებისა და დაჯილდოების სისტემა, სრულფასოვანი პირადი კაბინეტი და ანალიტიკა.
ტექნოლოგიები
Laravel + PHP
სხვა პროექტები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
ვებსაიტიQuickPay - საგადასახადო აგრეგატორი
საქართველოში მოქმედი ყველა გადახდის, განვადებისა და გადანაწილების სისტემის გაერთიანება ერთი ინტეგრაციის ქვეშ — ლენდინგ ბილდერით, CRM-ით და AI ინტეგრაციით.
ვებსაიტიAutomarketlgc - ავტო იმპორტიორი
საიტის განახლება, ფუნქციონალის დახვეწა და ახალი შესაძლებლობების დამატება საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტო იმპორტიორი კომპანიისთვის.
ვებსაიტიქართული ფონტები ვორდპრესზე
180+ ქართული ფონტის დამატება WordPress საიტზე ერთი მარტივი პლაგინით — ოპტიმიზირებული და კომპრესირებული WOFF2 ფორმატში.
დავიწყოთ თქვენი პროექტი.
გამოგვიგზავნეთ დავალება ან უბრალოდ მოგვესალმეთ — გიპასუხებთ მასშტაბით და ზუსტი პასუხით ვადებსა და ბიუჯეტზე.

