UniStore - მულტივენდორული ონლაინ მაღაზია
მულტივენდორული ონლაინ მაღაზია 200-ზე მეტი სახეობის პროდუქტით — პარტნიორი პლატფორმების ავტომატური სინქრონიზაციით, მარჟების აღრიცხვის სისტემითა და ყველა ქართული ბანკის განვადების ინტეგრაციით.

პროექტის შესახებ
UniStore მულტივენდორული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც სხვადასხვა ბრენდის 200-ზე მეტ სახეობის პროდუქტს აერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ ვაჭრობის გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ამ ტიპისა და მასშტაბის ვებსაიტზე აუცილებელი იყო განსაკუთრებული მიდგომა, რათა შექმნილიყო ონლაინ მაღაზია, რომელიც უამრავი პროდუქტისა და ინფორმაციის მიუხედავად სწრაფად და შეუფერხებლად იმუშავებდა.
პროექტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა მზა სისტემების ინტეგრაცია, მათ შორის პროდუქციის ავტომატური სინქრონიზაცია პარტნიორი პლატფორმებისგან — Alta, Domino, Midea. დაიწერა ხარჯთაღრიცხვისა და მარჟების აღმრიცხველი ავტომატური სისტემა, ხოლო QuickPay-ის გამოყენებით მოხდა ყველა ქართული ბანკის ონლაინ განვადებისა და გადანაწილების ინტეგრაცია.
ტექნოლოგიები
WordPress
სხვა პროექტები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
ვებსაიტიQuickPay - საგადასახადო აგრეგატორი
საქართველოში მოქმედი ყველა გადახდის, განვადებისა და გადანაწილების სისტემის გაერთიანება ერთი ინტეგრაციის ქვეშ — ლენდინგ ბილდერით, CRM-ით და AI ინტეგრაციით.
ვებსაიტიAutomarketlgc - ავტო იმპორტიორი
საიტის განახლება, ფუნქციონალის დახვეწა და ახალი შესაძლებლობების დამატება საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტო იმპორტიორი კომპანიისთვის.
ვებსაიტიქართული ფონტები ვორდპრესზე
180+ ქართული ფონტის დამატება WordPress საიტზე ერთი მარტივი პლაგინით — ოპტიმიზირებული და კომპრესირებული WOFF2 ფორმატში.
დავიწყოთ თქვენი პროექტი.
გამოგვიგზავნეთ დავალება ან უბრალოდ მოგვესალმეთ — გიპასუხებთ მასშტაბით და ზუსტი პასუხით ვადებსა და ბიუჯეტზე.

