გჭირდება ვებსაიტი შენი ბიზნესისთვის?
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალური ვებსაიტის დამზადებას თქვენი ბიზნესისთვის ან პირადი საქმიანობისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი ტიპისა და სირთულის საიტი ნებისმიერი საჭიროებისთვის, ნებსისმიერ ენაზე.
ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიას ვებსაიტების დასამზადებლად – WordPress
რა ღირს საიტის შექმნა?
როდესაც საქმე საიტის დამზადებას ეხება, უდაოდ ყველაზე პოპულარული კითხვა არის თუ რა ღირს საიტის დამზადება.
საიტის დამზადების ფასი საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს და ის უამრავ ფაქტორზე არის დამოკიდებული, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორის რაც საიტის ფასზე ახდენს გავლენას. ესენია:
- საიტის ტიპი
- საიტის ფუნქციონალი
- კონტენტის ტიპი და რაოდენობა
- ენების რაოდენობა
- ქასთომიზაციის დონე
საიტის ტიპი და ფუნქციონალი ფასის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია რადგან ის განსაზღვრავს საიტის ზუსტ ფუნქციონალსა და მისი დამზადების სირთულეს. მაგალითად,
ონლაინ მაღაზიის დამზადება ბევრად უფრო რთული და შრომატევადი საქმეა ვიდრე მარტივი საიტის დამზადება.
გავრცელებული ვებ საიტის ტიპებია: ონლაინ მაღაზია, პროდუქციის კატალოგი, სიახლეებისა და საინფორმაციო საიტი, ტურისტული საიტი, ავტო გაქირავებისა და ყიდვა/გაყიდვის საიტი, კომპანიის/ბრენდის საიტი, სერვისების საიტი, ბლოგი…
კონტენტის ტიპი და რაოდენობა ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რაც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს და შესაბამისად შეიძლება ფასზე დრამატული გავლენა იქონიოს.
თუ გსურთ რომ თქვენი საიტი რამდენიმე ენაზე იყოს უნდა იცოდეთ რომ თითოეული დამატებითი ენა დამატებითი ღირებულებაა. მიუხედავად ამისა იმ უპირატესობების გათვალისწინებით რასაც დამატებით ენებზე თქვენი საიტის თარგმნა გაძლევთ ეს ხარჯი მინიმალურია. ჩვენ შეგვიძლია როგორც უცხოური ან მულტიენოვასნი ასევე მხოლოდ ქართული საიტის შექმნა.
საიტის თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებაზე მორგება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ თქვენ ძალიან სპეციფიური ფუნქციონალი და საიტის 100% თქვენზე მორგება გჭირდებათ ეს ფასზეც აისახება.
საიტის დამზადების ფასები
როგორც უკვე ავღნიშნეთ საიტის დამზადების ფასებზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და ზუსტი ფასისთვის აუცილებელია ბევრი დეტალის დაზუსტება, მაგრამ შეგვიძლია ზოგადი ფასებით ვიხელმძღვანელოთ.
- მარტივი საიტი: 200 ლარიდან
- ბრენდის გვერდი: 400 ლარიდან
- სერვისების საიტი: 700 ლარიდან
- სიახლეების საიტი: 800 ლარიდან
- ონლაინ კატალოგი: 800 ლარიდან
- კორპორატიული საიტი: 800 ლარიდან
- ტურისტული საიტი: 900 ლარიდან
- ონლაინ მაღაზია: 1000 ლარიდან
გაითვალისწინეთ რომ ეს ფასები ძალიან ზოგადია და თქვენი რეალური პროექტის ფასი შეიძლება უფრო მეტი ან ნაკლები იყოს.
რა დრო ჭირდება საიტის დამზადებას
რიგით მეორე ყველაზე პოპულარული კითხვაა თუ რა დრო ჭირდება საიტის დამზადებას. საიტის დამზადების დრო ასევე დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე და ყველა პროექტისათვის ინდივიდუალურია.
საიტის შექმნის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ და წინასწარ გავითვალისწინოთ უამრავი რამ რათა საიტი მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს.
საიტის დამზადების დრო თითქმის იგივე ფატქორებზეა დამოკიდებული რაზეც საიტის დამზადების ღირებულება. საშუალოდ, საიტის დამზადებას 1 დღიდან 30 დღემდე ჭირდება, თუმცა უმეტესად 5-10 დრე საკმარისია.
ჩვენ ვმუშაობთ სწრაფად და ხარისხიანად მოქნილი გრაფიკით რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ყველაზე სწრაფი საიტის დამზადების დრო მაქსიმალური ხარისის შენარჩუნებით!
როგორი უნდა იყოს კარგი ვებ საიტი?
დღესდღეისობით ყველა ბიზნესს ჭირდება საკუთარი ვებსაიტი და წარმატებული ბიზნესების დაახლოებით 80% უკვე აქვს საკუთარი ვებსაიტი. თუ გინდათ რომ კონკურენციას არ ჩამორჩეთ თქვენც გჭირდებათ ვებსაიტი თუმცა დღევანდელ თანამედროვეობაში მხოლოდ საიტის ქონა საკმარისი აღარაა – თქვენ გჭირდებათ თანამედროვე, დახვეწილი ვებსაიტი რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტებისაგან!
კარგი ვებსაიტი აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე, შექმნილი უახლესი ტექნოლოგიებისა და ტრენდული დიზაინის გამოყენებით. თქვენი საიტი თქვენი ბიზნესის ციფრული სავიზიტო ბარათია და ის განსაზღვრავს თქვენს ავტორიტეტსა და სანდოობას!
საიტის სისწრაფე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიტის ხარისხის განმსაზღვრელი ფატქორია. ის დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის კმაყოფილებაზე და თქვენი საიტის ავტორიტეტზე.
თუ თქვენი საიტი რამდენიმე წამში არ იტვირთება მომხმარებლების უმეტესობა დატოვებს მას – ყოველი დამატებითი წამი დაკარგული მომხმარებელია!
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიების საუკეთესო სინთეზს რაც საშუალებას აძლევს ჩვენს საიტს საშუალოდ 1 წამში ჩაიტვირთოს სტაბილურ ინტერნეტზე!
ჩვენი შედეგი სიჩქარის ტესტებში
კარგი ვებსაიტი უნდა იყოს დახვეწილი, თანამედროვე ფერებითა და დიზაინით გადაწყვეტილი, თვალისმომჭრელი და ლამაზი მაგრამ ამავე დროს მსუბუქი და მარტივად აღსაქმელი მომხმარებლისათვის. ის ასევე მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს თქვენს საჭიროებას და ქონდეს ყველა ის ფუნქცია რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს და მომხმარებლებს.
ყველაფერი აქ არ მთავრდება! კარგი ვებსაიტი უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ოპტიმიზაციასა და უსაფრთხოებას.
ვებსაიტის სწორი ოპტიმიზაცია აუცილებელია რათა საიტი იყოს სწრაფი, სწორად გამოიყენოს და დაზოგოს სერვერის რესურსები, იყოს მზად გუგლში და სხვა საძიებო ქსელებში დასარანკად(ძებნაში გამოსაჩენად) და იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად ბრაუზერისა თუ მოწყობილობისა.
საიტის დაცულობა კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა როცა მაღალი დონის საიტი გჭირდებათ. საიტის დაცვა ჰაკერებისაგან და ჰაკერული თავდასხმების პრევენცია აუცილებელია როგორც თქვენი, ასევე თქვენი მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის.
რა არის ვორდპრესი?
ვორდპრესი არის პროდუქტი რომელმაც თანამედროვეობა შეცვალა და საიტის ყიდვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. თუ ადრე მხოლოდ დიდ კომპანიებს შეეძლოთ საიტის შეკვეთა ვორდპრესის მეშვეობით პროფესიონალური ვებსაიტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
WordPress არის უახლესი ტექნოლოგია რომლის მეშვეობითაც უმაღლესი ხარისხის საიტის შექმნა ბევრად სწარაფად, მარტივად და იაფად არის შესაძლებელი ვიდრე ოდესმე.
ვორდპრესზე საიტის აწყობა ბევრად მომგებიანია ვიდრე საიტის 0_დან დაწერა რადგან ვორდპრესის გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მარტივად და იაფად დაამათოთ ფუნქციები თქვენს ვებსაიტს პროგრამისტის დაქირავებისა და დიდი ხარჯების გარეშე.
ნებისმიერი ტიპის, სირთულისა თუ ფუნქციონალის ვებსაიტი შეიძლება დამზადდეს ვორდპრესის გამოყენებით – ვორდპრესის შესაძლებლობები უსაზღვროა!
რატომ ვორდპრესი?
- ვორდპრესი არის მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა რომელზეც არის დამზადებული მილიონობით ვებსაიტი, მათ შორისაა ისეთი გიგანტები როგორიცაა: CNN, Sony Music, The Next Web, Microsoft News, საქართველოს პირველი არხი…
- 455 მილიონი ვებსაიტი მსოფლიოს მაშტაბით შექმნილია ვორდპრესის გამოყენებით რაც მთლიანად ვების 37% მოიცავს, რაც CMS ბაზრის 60%ია
- WordPress_ის უკან დგას მილიონობით ვებ დეველოპერი და პროგრამისტი მსოფლიოს მაშტაბით, რაც მას უსაფრთხოდ და მაქსიმალურად დახვეწილად აქცევს
- WordPress იყენებს თანამედროვე პროგრამირების და კოდირების ენებს როგორიცაა PHP, MySQL, HTML, CSS რაც მის 100% ქასთომიზაციის შესაძლებლობას იძლევათუ რაიმე საიტის 0დან დასაწერად ~6 თვეა საჭირო, იგივე პროექტის ვორდპრესზე გაკეთებას საშუალოდ მხოლოდ 1 თვე ჭირდება
ვორდპრესის უპირატესობები
არსებობს 4 ძირითადი მიზეზი იმისა თუ რატომ არის ვორდპრესი საუკეთესო გადაწყვეტილება.
ვორდპრესი არის:
- სწრაფი
- უსაფრთხო
- იაფი
- ხარისხიანი
ვორდპრესი არის დახვეწილი CMS რაც საშუალებას იძლევა შევქმნათ მაღალი ხარისხის, დახვეწილი და თანამედროვე ვებსაიტები უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე ოდესმე.
ვორდპრესის სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და ხარისხს მისი კოდის დახვეწილობა განაპირობებს რაშიც მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერები არიან ჩრთულნი. ჩვენ კი ვიყენებთ მხოლოდ გამართულ, სწორად დაწერილ თემებსა და პლაგინებს რაც მაქსიმალურ სისწრაფეს და უსაფრთხოებას განაპირობებს!
ვორდპრესი .Org თუ .Com?
არსებობს ვორდპრესის 2 ტიპი – WordPress.org და WordPress.com
როდესაც ვსაუბრობთ ვორდპრესზე როგორც სრულყოფილ საიტის შექმნის ტექნოლოგიაზე, როდესაც ვგვჭირდება მაღალი დონის, პროფესიონალურ საიტი ვორდპრესის გამოყენებით, ყოველთვის საუბარია WordPress.org_ზე რომელიც სრულფასოვანი CMS ვებ ძრავი არის.
მეორესმხრივ, არსებობს WordPress.com რომელზეც შესაძლებელია სამოყვარულო დონის საიტის შექმნა უფასოდ რაც განკუთვნილია მოყვარული ბლოგერებისთვის და ადამიანებისთვის ვისაც არ სჭირდებათ პროფესიონალური ვებ საიტი. ვორდპრესის ამ ვერსიას აქვს ფასიანი პაკეტებიც თუმცა ის მაინც სამოყვარულო პლატფორმაა და მაღალი დონის საიტის შექმნა მასზე შეუძლებელია.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ WordPress.org_ის გამოყენებით და ვქმნით პროფესიონალურ, თანამედროვე, მაღალი დონის საიტებს რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტსა თუ კრიტერიუმს!
რას გთავაზობთ ჩვენ?
- პროფესიონალურ ვებსაიტს თქვენზე მორგებული ფუნქციონალით
- სრულ ტექნიკური პროცესს, დომენის ყიდვისა და ჰოსტინგის არჩევის ჩათვლით
- მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს უმოკლეს ვადებში
- ტექნიკურად სრულიად გამართულ და ოპტიმიზირებულ ვებსაიტებს
- დამატებით მომსახურებებს უფასოდ:
- პროფესიონალური On-page SEO ოპტიმიზაცია
- საიტის აჩქარება და სისწრაფის ოპტიმიზაცია
- თავდაცვა ჰაკერული და კიბერ თავდასხმებისგან
შეკვეთის დროა?
თუ უკვე გადაწყვიტეთ გქონდეთ საკუთარი ვებსაიტი ან გჭირდებათ უფასო კონსულტაცია მოგვწერეთ ფეისბუქზე.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საქმიანობისთვის ვებსაიტის სწორად შერჩევაში თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით!